

განათლების სამინისტრო აცხადებს კონკურსს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 62 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს:
კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე hr.gov.ge
კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება:
რესურსცენტრის უფროსობის კანდიდატი, კონკურსის პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, გასაუბრებას გაივლის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან.
გასაუბრების შესახებ ინფორმაცია თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად ეცნობება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა 2024 წლის პირველი იანვრიდან განისაზღვრა, როგორც პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.