

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა მინი ფეხბურთში.
ტურნირში 2013-2014 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის#2, ვარძიის, კიცხისა და ბორითის სკოლების გუნდები ჩაერთვნენ.
ფინალურ ტურში ერთმანეთს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიისa და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ მოიპოვა. (მასწავლებელი ვლადიმერ შავიძე).
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.
საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი ანდრია კვინიკაძე გახდა, საუკეთესო მეკარედ ნიკოლოზ ბექაური დასახელდა, საუკეთესო მცველად – ანდრია კამკამიძე, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელად – გაბრიელ გურგენიძე.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.