
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებას მოწვეული სპეციალისტი ექიმი ექოსკოპისტი ჰყავს.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დიმიტრი კოჩაძემ მოგვაწოდა.
ექიმი გურამ ჯავახაძე პაციენტებს თვეში ოთხჯერ მიიღებს. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია. ამისთვის უნდა დაუკავშირდეთ ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებას ცხელ ხაზზე – 577 59 76 52.
გურამ ჯავახაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. გაიარა რეზიდენტურის სრული კურსი „სს ევექსის ჰოსპიტლები “ – სპეციალობა „რადიოლოგიაში“; გადამზადების კურსი გაიარა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი).
ამჟამად მუშაობს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილის“- ში და „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“-ში (ყოფ. რესპუბლიკური საავადმყოფო) ექიმი ექოსკოპისტის თანამდებობაზე.
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს