

დღეს, 20 მარტს, დილით ოზურგეთიდან თბილისისკენ მომავალი სამგზავრო მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა.
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, „ამ მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი ლიანდაგს ასცდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა. როდის გამოვა ოზურგეთის მატარებელი ნატანებიდან, ჯერჯერობით უცნობია“.
ოზურგეთი-თბილისის მატარებელს ქუთაისში ერთი ვაგონი ემატება. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ქუთაისიდან მატარებელი თბილისის მიმართულებით ჩვეულ დროს გამოვა და ხარაგაულში 13:50 საათზე, ხოლო თბილისში 17:30 საათზე იქნება.
გურია TV-ის ფოტო
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.