

წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონკურსისთვის განაცხადების მიღება 24 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
კონკურსი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება. გამარჯვებულები კი 2024 წლის ივნისში დაგეგმილ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე გამოვლინდებიან.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს, მათ შორის ისეთი სკოლებიდან, რომლებიც არ არიან ჩართული USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში.
განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან.
დაინტერესებულმა პედაგოგებმა, 24 მარტის ჩათვლით, შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: civiceduforum@gmail.com ან მიაწოდონ პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას მათ რეგიონში. პარტნიორი ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია განაცხადის ფორმაში.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.