

ხარაგაულში, კინოთეატრის მიმდებარედ, მდინარე ჩხერიმელას ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ კი, კინოთეატრის დაზიანებული კედლის აღდგენა უნდა დაიწყოს.
ეს სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის 15 თებერვალს უნდა დამთავრებულიყო.
კომპანია „მეკას“ დირექტორის, კახი კვატაიასგან მოპოვებული ინფორმაციით, მშენებლობა უამინდობამ შეაფერხა. კახი კვატაია ნაპირდამცავი კედლისა და კინოთეატრის კედლის აღდგენას მარტის ბოლოსთვის გვპირდება. მისი თქმით, სამუშაოების დაგვიანების გამო, ჯარიმები არ დაეკისრათ, რადგან ცუდი ამინდები საპატიო მიზეზად ჩაეთვალათ.
რამდენად უსაფრთხოა კინოთეატრის შენობა, იქ ღონისძიებების გასამართად და არსებობს თუ არა ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, – ამ შეკითხვით მერის მოადგილეს, დავით დევდარიანს მივმართეთ.
„კინოთეატრის ის ნაწილი, რომლის კედელიც 2023 წლის ივლისში დაზიანდა, დამოუკიდებელი შენობაა, – ამბობს დავით დევდარიანი, – ამიტომ საკონცერტო დარბაზში ღონისძიებების მოწყობა უსაფრთხოა. თუმცა, ამაზე სპეციალისტების დასკვნა არ გვაქვს“.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.