

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 2024 წლის 12 თებერვალს ოზურგეთში გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში ხანძრის გაჩენის მცდელობის გამო და საგამოძიებო ორგანოებს საქმის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„ალიონის“ რედაქცია ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაშია განთავსებული, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე. ამავე შენობაში მდებარეობს მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი და სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისები.
სავარაუდოდ ღამით, უცნობმა პირებმა რედაქციაში ფანჯრიდან იოლად აალებადი სითხე და საწვავი შეაგდეს. გაზეთ „ალიონის“ რედაქტორის, ნუგზარ ასათიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოთახში ცეცხლი გაჩნდა, თუმცა ნესტის გამო ვერ გავრცელდა.
გაზეთი „ალიონი“ უნიკალურ არქივებს ფლობს, რომელთა განადგურება დიდი დანაკარგი იქნებოდა ისტორიის მკვლევარებისთვის. გამოძიება დაწყებულია სსს კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რომელიც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ყოველი ასეთი შემთხვევა ამძიმებს სამუშაო გარემოს რეგიონებში ჟურნალისტებისთვის, რომელთაც ისედაც ყოველდღიურად არაერთ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.