

2024 წლის 6 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
ოჯახში ძალადობაში მსჯავრდებულმა, მას შემდეგ, რაც მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, დაზარალებული ქალისთვის ბინის წართმევა გადაწყვიტა.
მოძალადე ითხოვდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, რომელიც გაფორმებული იყო მასსა და მსხვერპლს შორის.
დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებული სთავაზობდა მსხვერპლს, დათანმხდებოდა მის მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლას, რის სანაცლოდაც, უარს იტყოდა ჩუქების გაუქმების მოთხოვნაზე. მსხვერპლმა კატეგორიული უარი განაცხადა შეთავაზებულ პირობაზე და საქმის განხილვა მოითხოვა.
მოძალადის მიერ, მსხვერპლისთვის ბინის ჩუქება, რეალურად მიზნად ისახავდა მსხვერპლის გაჩუმებას და მოძალადის წინააღმდეგ დავის დაწყების სურვილის გაქრობას. ხოლო შემდეგ, როდესაც მსხვერპლმა დასახმარებლად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, გადაწყვიტა დაესაჯა მსხვერპლი ნაჩუქარი ბინის წართმევით.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაითვალისწინა მსხვერპლის პოზიცია და მოძალადეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების გზით, ეკონომიკური ძალადობის განხორციელების შესაძლებლობაზე უარი უთხრა.
საქმეზე მუშაობდნენ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები – თამარ გაბოძე, თამარ კაპანაძე, სოფიკო მენაბდიშვილი.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა