

თებერვლიდან ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი იწყებს ახალ პროექტს – „როცა ერთმანეთს ვჭირდებით“.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ შშმ პირებზე, ასაკით პენსიონრებზე, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებზე, რომელთაც უჭირთ საზოგადეობაში ინტეგრაცია და ხელეწიფებათ სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობა ( წერა, ხატვა, ძერწვა, სიმღერა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნა და ა. შ.), გაკეთდება მცირე ვიდეორგოლები.
ამ ვიდეორგოლებში მათი საქმიანობისა და ინტერესის სფერო აისახება. ისინი იქნებიან სახლში, მაგრამ იქნებიან ჩვენთანაც…
ერთად გავიცნოთ, გავახაროთ, გავიხაროთ…
სოფლებიდან შეგიძლიათ მიაწოდოთ შესაფერისი კანდიდატურები ხარგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელს იზა ვეფხვაძეს ან დაუკავშირდით ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 557 19 23 32.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.