
KineDok Georgia, „ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი“ და „დაუკრეფავი“ გიწვევთ 27-28 იანვარს ქუთაისში ვორქშოფზე მათ, ვინც დაინტერესებულია ღია ლექციების, შეხვედრებისა და კინოჩვენებების ორგანიზებით.
ვორქშოფი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture მხარდაჭერით, კულტურული და ინოვიაციური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის “Film Cities: Kutaisi and Poti” ფარგლებში.
ორი დღის განმავლობაში ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კინოჩვენების დაგეგმვის ძირითადი პრინციპები – სივრცის ტექნიკურად მოწყობა, აუდიტორიის მოზიდვის სტრატეგიები; კულტურის სფეროში არსებული გამოწვევები და სხვა აქტუალური თემები.
განვიხილავთ ასევე KineDok Georgia-ს დოკუმენტური კინოს კოლექციას, რომლის ჩვენება წლის განმავლობაში ყველა მონაწილე ორგანიზაციასა და კინომოყვარულს შეეძლება. ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულ ფილმებსაც ვნახავთ და ვიმსჯელებთ მათზე.
დასწრება შეუძლიათ იმერეთში არსებული:
განაცხადის საფუძველზე შეირჩევა 5 მონაწილე.
მგზავრობისა და დარჩენის ხარჯები ანაზღაურებული იქნება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 იანვარი, 2024
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს EU4Culture ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ