

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ცხადებს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ფიზიკის მასწავლებლები საჯარო სკოლებიდან. მათ სტაჟირებას სრულად დააფინანსებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
სტაჟირება დაგეგმილია 2024 წლის 17-24 მარტს.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილე:
1. უნდა იყოს საჯარო სკოლის მოქმედი, ფიზიკაში სერტიფიცირებული პედაგოგი (უფროსი, წამყვანი ან მენტორი);
2. უნდა ჰქონდეს დადასტურებული საგნობრივი ცოდნა ფიზიკაში (ფიზიკის საგნობრივ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გადალახული ჰქონდეს 60%-იანი ზღვარი);
3. არ უნდა იყოს ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში;
კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1. დოკუმენტაციის გადარჩევა;
2. გასაუბრება: პრეზენტაცია და მისი განხილვა (პროექტის შეფასება);
საჭირო დოკუმენტაცია:
1. CV ქართულ ენაზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. დიპლომის ასლი;
4. სამოტივაციო წერილი
კონკურსზე წარსადგენი მასალა:
ა) სკოლაში მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული სასწავლო პროექტი ფიზიკაში ან ინტეგრირებული ფიზიკასთან; უნდა გამოგზავნოთ პროექტის აღწერა, განხორციელების და საბოლოო პროდუქტის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა; გასაუბრებაზე პროექტის წარდგენის ხანგრძლივობა 5-8 წუთი;
ბ) პრეზენტაცია Power Point-ის სახით (8-10 სლაიდი/ თხრობის ხანგრძლივობა 8-10 წუთი)
პრეზენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სარეკომენდაციო საკითხებიდან ერთ-ერთი:
1. სამყაროს წარმოშობისა და განვითარების თანამედროვე მეცნიერული თეორიები;
2. ელემენტარული ნაწილაკების კლასიფიკაცია და მათი ურთიერთქმედებების აღწერა;
3. ახალი აღმოჩენები ფიზიკაში და მათი მნიშვნელობა;
4. ცერნი – მისია, დანიშნულება, ექსპერიმენტები;
პრეზენტაცია და ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა გააგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: intershiptpdc1@gmail.com ;
წარდგენის ვადა: 08.01.2024-31.01.2024
შენიშვნა: აჭარის რეგიონის ფიზიკის მასწავლებლები უნდა გამოეხმაუროთ აჭარის მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ
ანალოგიურ კონკურსს.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა