

28 დეკემბერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ პროკრედიტ ბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის (9 მილიონი ევროს) ოდენობის სესხს გადასცემენ. თანხა საქართველოში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მოხმარდება.
დაფინანსება ადგილობრივი კომპანიების პროდუქტებისა და სერვისების მოდერნიზებას შეუწყობს ხელს, რათა მათ ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება, კონკურენტუნარიანობის გაზრდა და საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენება შეძლონ.
სესხის სულ მცირე 70 პროცენტი მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვისაა განკუთვნილი. მსესხებლებს შეეძლებათ, გააუმჯობესონ გარემოს დაცვის პრაქტიკა და რესურსების ეფექტიანობა, გაზარდონ პროდუქტის ხარისხი და დახვეწონ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზომები.
მსესხებლები, რომლებიც ინვესტიციებს წარმატებით განახორციელებენ, მიიღებენ უფლებას, მოიპოვონ სესხის 15%-მდე ოდენობის წამახალისებელი გრანტები. ისინი ასევე მიიღებენ ტექნიკურ მხარდაჭერას ინვესტირების პროცესის განმავლობაში.
დაფინანსება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ნაწილია. პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედებს. ის ხელს უწყობს ინვესტიციებს მოწინავე ტექნოლოგიებსა და პროცესებში და საუკეთესო პრაქტიკის წახალისებას, რათა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებმა კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება შეძლონ.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა