

წუხელ მოსული ნალექის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში სწავლა შეფერხებით მიმდინარეობს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მარინე ვეფხვაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლებში მივიდნენ; თუმცა, მოსწავლეთა ნაწილმა გაკვეთილებზე მისვლა ფიზიკურად ვერ შეძლო.
„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებს დღეს ტრანსპორტი არ ემსახურებათ, მოსწავლეები ახლო სოფლებიდან ფეხით მოვიდნენ. იმ სკოლებში, სადაც გათბობა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული (ხარაგაულის #2, ხარაგაულის#3, კიცხის, ბაზალეთის, მარელისის საჯარო სკოლები, ხარაგაულის გიმნაზია) შემცირებული გაკვეთილები ტარდება.
ხვალიდან, ამინდის პროგნოზით, ნალექი მოსალოდნელი აღარ არის და თუ ელექტროენერგიის მოწოდება აღდგება, საგაკვეთილო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, – ამბობს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.