

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარებისცენტრმა 2023 წლის დეკემბერში, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 10 რძის პროდუქტი შეიძინა და ლაბორატორიას ჩააბარა, მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შესამოწმებლად.
ათიდან ორ ნიმუშში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.
საქართველოს კანონმდებლობით, პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით არის ჩანაცვლებული, არ წარმოადგენს რძის ნაწარმს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (ყველი, კარაქი, არაჟანი და სხვა) მითითება აკრძალულია.
შემოწმებული ნიმუშების სია და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
კვლევა მოქალაქეთა შემოწირულობების მეშვეობით ჩატარდა. ყველა შემომწირველს დიდი მადლობა ყურადღებისა და ნდობისათვის!
დამატებითი 10 ნიმუში ჯერ კიდევ მოწმდება ლაბორატორიაში და მათი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.