

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, უკრაინასა და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
საბჭომ ასევე გადაწყვიტა, დაიწყოს მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მას მერე, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებს საჭირო დონეზე დააკმაყოფილებს.
ამ გადაწყვეტილებათა გათვალისწინებით, საბჭომ კომისიას მარტის თვისთვის ანგარიშის შედგენა სთხოვა.
„იმედის აშკარა ნიშანი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, — დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე.
8 ნოემბერს გამოქვეყნებულ 2023 წლის გაფართოების პაკეტში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, დაწყებულიყო გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და მინიჭებოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.