

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული 24 ნოემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
საცდელი ტესტირების გასავლელად მოსწავლეს უნდაშევიდეს ვებგვერდზე: ol-test.naec.ge. პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს “საცდელი ტესტირება“ და შეასრულოს დავალებები.
2023-2024 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.