

ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 22 სკოლის წარმომადგენელი ორი დღის განმავლობაში აუდიტორიას გაუზიარებს სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს. აღნიშნული ინიციატივები სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ემსახურებოდა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
ლიდერი სკოლები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკის კონკურსის საფუძველზე გამოვლინდნენ; მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან – კიცხის საჯარო სკოლა.
კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 44 ლიდერი სკოლა გამოვლინდა. აქედან 22-მა სკოლამ დემოკრატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკები სხვა სკოლებს 2023 წლის 10-11 ივლისს გამართული ონლაინ ფორუმის ფარგლებში გაუზიარა, ხოლო დანარჩენი 22 სკოლა დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას.
სკოლებთან ერთად, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ განათლების ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ არაუგვიანეს 26 ოქტომბრისა შემდეგ ბმულზე: https://tinyurl.com/yy5wkhn8
დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://theuniversalconsulting-ge.zoom.us/j/89409762049
28 ოქტომბრის დღის წესრიგი: https://tinyurl.com/y2bk7xu4
29 ოქტომბრის დღის წესრიგი: https://tinyurl.com/3vh8pmhw
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა