

საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ შპს „New Road“ გამარჯვებულად გამოაცხადა და ტენდერისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა დაავალა.
„New Road“ ამ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანიაა. ეს მშენებელი ორგანიზაცია მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას 96 309 131 ლარად გეგმავს. ტენდერი სწორედ ამ თანხაზეა გამოცხადებული.
ამ გზის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა რიკოთის ავტობანის ალტერნატიულია. ამ გზის რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩხერიმელას ხეობის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.