

საქართველოს პროევროპელი ხალხი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სახაროვის პრემიაზე აზრის თავისუფლების დაცვისთვის წარადგინეს. პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობისადმი ევროკავშირის პატივისცემის უმაღლესი გამოხატულებაა.
ევროპარლამენტის წევრებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა სახაროვის პრემიის 2023 წლის კანდიდატები 20 სექტემბერს წარადგინეს.
საქართველოს პროევროპელი ხალხი და ნინო ლომჯარია პრემიაზე ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) ჯგუფმა წარადგინა.
ნომინანტებს შორის ასევე არიან მაჰსა ამინი (22 წლის ქალი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში მას შემდეგ დაიღუპა, რაც ის ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების ბრალდებით დააკავა), ქალთა უფლებების მოძრაობა ირანში, განათლების აქტივისტები ავღანეთიდან, ილონ მასკი და სხვები.
გამარჯვებული ოქტომბერში გამოვლინდება, დაჯილდოების ცერემონია კი სტრასბურგში დეკემბრის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.