

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებიც შეძლებენ. მთავრობის 2023 წლის 19 სექტემბრის #363 დადგენილებით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების იმუნიზაციის დანართში ცვლილება შევიდა. კერძოდ:
აცრების ეროვნულ კალენდარს 10-12 წლის ბიჭების პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია დაემატება.
ამ ბრძანებით განსაზღვრული ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის პაპილომა ვირუსზე აცრა უფასოა.
ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.
პაპილომა ვირუსი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია ქალებში უშვილობის და საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების. ამისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური გზა კი სწორედ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.