

დღეს, 15 სექტემბერს, ახალი 2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სწავლას 2069 მოსწავლე შეუდგა, მათ შორის 157 პირველკლასელია.
სწავლის დაწყება ღონისძიებით აღინიშნა ხარაგაულის გიმნაზიაში. ამ სკოლაში სწავლას 18 პირველკლასელი შეუდგა. გიმნაზიის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მიესალმა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა და საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ.
ახალი სასწავლო წლის დაწყების ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა