

დღეს, 18 აგვისტოს, პროკურატურამ ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მოთხოვნა დააკმაყოფილა და, 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.
პროკურატურამ უარი თქვა PHR-ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია.
PHR აგრძელებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მიაწვდის სიახლეებს საქმის განვითარებასთან დაკავშირებით.
საქმეზე მუშაობენ ადვოკატები: ანა თავხელიძე, ანა არგანაშვილი.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ადამიანის ცხედარი, მათ შორის ერთ-ერთი დავით ბერიაშვილია. 6 ადამიანის ძებნა კი გრძელდება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.