

5 აგვისტოს ხარაგაულში ტრადიციული ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი “Initiator Cup U18” იწყება.
„Initiator Cup U18“ ტურნირში მონაწილეობისათვის 14 გუნდი უკვე დარეგისტრირდა, გუნდების რეგისტრაცია გრძელდება. განაცხადის მისაღებად შეგიძლიათ მიწეროთ ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირს ან ბექა ბანცაძეს ფეისბუქით, პირად შეტყობინებაში.
ტურნირი 18 საათზე ინიციატორ არენაზე (ცენტრალური ბიბლიოთეკის უკან) დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტრადიციულად, წელსაც მაყურებლებისთვის უამრავი გათამაშება იგეგმება, მათ შორის ერთ-ერთი – ტურნირის დაწყებისთანავე.
„მაყურებლის აქტიურობა ჩვენთვის და მოთამაშეებისთვის უმნიშვნელოვანესია, ეგ გვაძლევს მოტივაციას, რომ ხარაგაულში ქუჩის კალათბურთი უფრო კარგი სანახაობა გახდეს. გელით ყველას“, – შეჯიბრზე გვეპატიჟებიან ჩემპიონატის ორგანიზატორები.
ფოტო – ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში 2022 წელი
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა