
სასწავლო კურსი 23-45 წლის ასაკის მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ 3 დღიანი სასწავლო პროგრამა და პროფესიულ დონეზე შეისწავლონ ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობის სპეციფიკა.
2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა, რომლებმაც ახალ საარჩევნო რეფორმას ჩაუყარა საფუძველი, გააჩინა პროექტის ახალი კონცეფციის შემუშავების საჭიროება.
ახალი კონცეფციის შესაბამისად პროექტის „ცესკოს საარჩევნო ბანაკი“ მიზანია ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის ფორმირება და საარჩევნო ადმინისტრაციაში დაგროვილი ცოდნის გაზიარების გზით მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო სიახლეების და ტექნოლოგიების შესახებ.
სწავლება 5 აგვისტოს დაიწყება. ტრენინგი გაიმართება დაბა ბაკურიანში.
პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს სასურველია გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, კომპიუტერთან და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის ტექნიკური უნარ-ჩვევები.
საინფორმაციო-სასწავლო კურსის გავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით 17 ივლისიდან 25 ივლისის 24:00 სთ-მდე (დასვენების და უქმე დღეების ჩათვლით). შევსებულ აპლიკაციას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტო ასლი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პროექტისთვის მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი.
შენიშვნა:
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ