

თბილისში ტრიო „სიმის“ წევრის, რევაზ გელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქალაქური სიმღერების ფესტივალი და ამ მომღერლის 70 წლის იუბილე აღინიშნა.
ამ ღონისძიებაზე საქართველოში მოქმედ ცნობილ ჯგუფებთან („ალილო“, „შვიდკაცა“, „რანინა“, „ჰანგები“, „ბალადა“, „დრონი“, „ჩვენი კვარტეტი“ და სხვ. ) ერთად მიწვეული იყო და მსმენელის წინაშე წარმატებით წარსდგა ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული „ხარაგაულის კვარტეტი“ (გიორგი მაქაძე, გიორგი მეიფარიანი, ლია ჯანიაშვილი, დავით კვირიკაშვილი).
ხარაგაულის კვარტეტმა რუსუდან სებისკვერაძის ორი სიმღერა შეასრულა – „შენი ხილვა“ და „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება“.
წარმატებებს ვუსურვებთ „ხარაგაულის კვარტეტს“.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა