

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს წლის დემოკრატიული სკოლების გამოსავლენად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართულები.
დაინტერესებულმა სკოლებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან: https://rb.gy/muc1f
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 15 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა მოწოდებული უნდა იყოს ელექტრონული სახით ელ. ფოსტის მისამართზე: info@ctf.org.ge
განაცხადის ფორმა შევსებული და დადასტურებული უნდა იყოს სკოლის დირექტორისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მიერ.
2022-23 აკადემიური წლის დემოკრატიული სკოლები გამოვლინდებიან საქართველოს მასშტაბით. გამარჯვებულებს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური.
დაჯილდოება გაიმართება დემოკრატიული სკოლის კონფერენცია-გამოფენაზე 2023 წლის 30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში.
დემოკრატიული სკოლების გამოფენა-კონფერენცია წელს პირველად გაიმართება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. გამოფენა-კონფერენციის ორგანიზატორია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.