

2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე სპორადული ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის დარეგისტრირება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ მოახდენს.
ამის შესახებ ცვლილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
ამავე დადგენილების მიხედვით, ოჯახი, რომელმაც მიწა სპორადული ან სისტემური წესით 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 7 ივნისამდე პერიოდში დაირეგისტრირა და ამან მისი ოჯახის სარეიტინგო ქულაზე გავლენა მოახდინა, უფლება აქვს ამ ქულის ხელახლა გადათვლა მოითხოვოს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოში 2022 წლის იანვრიდან მიმდინარეობს.
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.