

დღეს, 5 ივნისს, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მასწავლებლების ნელი შარიქაძისა და ინესა კელენჯერიძის გაცილების საღამო გაიმართა.
საღამოზე ასევე მოწვეული იყო ამ სკოლის ბიბლიოთეკარი და საქმის მწარმოებელი 90-იან წლებში შურა ლაცაბიძე.
მათ გვერდით გატარებული წლები, გადახდენილი ისტორიები და კურიოზები გაიხსენეს ამ სკოლის მოქმედმა ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა ნათელა კამკამიძემ, მანანა კიკნაძემ, ლემა ბერაძემ.
მასწავლებლებს დიდი ამაგისათვისა და საუკეთესო მოგონებებისათვის მადლობა გადაუხადეს გიმნაზიის მოსწავლეებმა მარიამ თაბუკაშვილმა და მარიამ მდივნიშვილმა.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, ამ სკოლის რექტორმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე).
ამ საღამოს შესახებ ვრცელ წერილს „ჩემი ხარაგაული“ ამზადებს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.