

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა.
ექვსი წლის წინ ამ ტრადიციას საფუძველი ვახანელმა ლაშა ღონღაძემ ჩაუყარა.
წელს დოღში 27 მხედარი მონაწილეობდა ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებიდან.
პირველ ადგილზე გავიდა 12 წლის ნიკოლოზ ფერაძე ვახანიდან. მან 5300 მეტრი 5 წუთსა და 23 წამში დაფარა;
მეორე ადგილი დაიკავა ვახანელმა 13 წლის ლუკა მხატვრიშვილმა;
მესამე ადგილი – 20 წლის მიხეილ მანჩხაშვილმა სოფელ ჩრდილიდან.
საპრიზო ადგილებზე გასულები ლაშა ღონღაძემ საქართველოს დროშებით, მედლებით, თასითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასული ნიკოლოზ ფერაძე ასევე აღვირითა და ცხვარით დასაჩუქრდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.