

ტვირთის გადაზიდვისთვის სხვადასხვა ტექნიკური საშუალება გამოიყენოს და დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან მაქსიმალურად დაიცვას. იქ, სადაც ეს შეუძლებელია, დამსაქმებელი ვალდებულია, მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები ან უზრუნველყოს დასაქმებულები ასეთი საშუალებებით, რათა შემცირდეს ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებული რისკები;
სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები და შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები;
მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად და ამ მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სამუშაო გარემოს მახასიათებლებისა და სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად.
რეგლამენტში ნათქვამია, რომ ტვირთის სიმძიმის გარდა, დასაქმებულის ჯანმრთელობა საფრთხეს შესაძლოა სამუშაო გარემოც უქმნიდეს, მაგალითად:
დარღვევებზე ჯარიმა იმოქმედებს, რომლის მოცულობა ბიზნეს სუბიექტის ბრუნვაზეა დამოკიდებული.
ახალი სტანდარტები საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად შეიმუშავა. კანონის შესრულებას შრომის ინსპექცია გააკონტროლებს.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ