

ზვარეს მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ტალახაძემ ხარაგაულის საკრებულოს 17 ივნისის სხდომაზე კოლეგებს აცნობა, რომ შესაძლოა ზვარეში მოხდეს სტიქიური უბედურება რკინიგზის გვირაბის მშენებლობის გამო.
„გვირაბიდან გამოტანილი ქვა-ღორი იყრება პირდაპირ მდინარეში, – ყოველდღე 400-500 კბმ ქვიშა. მდინარის შეგუბების შემთხვევაში, მთლიანად დაიტბორება ხეობა,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა აცნობოს გარემოს დაცვის სააგენტოს და სპეციალისტების დახმარებით გატარდეს ერთობლივი ღონისძიებები.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენლები, წლებია, აპროტესტებენ ზვარეს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროექტს, რადგან ეს, მათი განმარტებით, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მდინარე ზვარულას კალაპოტს.
ნინო კაპანაძე
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა