

„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ 154 წლის განმავლობაში რკინიგზელების არაერთი თაობა ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
მისი თქმით, პორტებთან, ავტომაგისტრალებთან და აეროპორტებთან ერთად, ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია რკინიგზის განახლება და გაძლიერება.
რკინიგზელის დღე 10 ოქტომბერს აღინიშნება. 1872 წლის 10 ოქტომბერს გაიხნა პირველი სარკინიგზო მიმოსვლა ფოთსა და თბილისს შორის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა