

დღეს დილის 07:00 სთ-დან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აბონენტებს ბუნებრივი აირის მოწოდება შეუწყდა.
კომპანია „სოჯარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის, ლევან აბაშიძის, ინფორმაციით, ავარიული დაზიანებაა იმ მაგისტრალზე, საინადაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ბუნებრივი აირით მარაგდება.
„გაზმომარაგება ხარაგაულში მაგისტრალზე რეგულატორის დაზიანების გამო შეწყდა. რეგულატორი აღდგენილია, ერთ საათში შეივსება გაზის რეზერვუარები და ეტაპობრივად დავიწყებთ გაზის მოწოდებას.
ხარაგაულის სერვისცენტრის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველა სოფელში ბუნებრივი აირის მოწოდებას ადგილზე დააკვირდებიან.
ზუსტად რომელ საათზე დაიწყება ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჯერჯერობით, ზუსტად ვერ გეტყვით,“ – ამბობს ლევან აბაშიძე.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.