

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტურ-თამაშების გამარჯვებული ვახანის სკოლის გუნდია.
მათ დაბრკოლებები, სხვა სკოლების გუნდებთან შედარებით, ყველაზე მცირე დროში – 4 წუთში დაძლიეს.
ტურ-თამაშებში მეორე ადგილი მარელისის, მესამე კი ვარძიის სკოლის გუნდმა მოიპოვეს.
ვახანის სკოლის სპორტის მასწავლებელი თორნიკე ინასარიძე ამბობს, რომ ასეთი სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას ხელს უწყობს.
„სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვება მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეზე არ არის დამოკიდებული, – ამბობს თორნიკე, – თითოეული დაბრკოლების გადალახვისას გადაწყვეტილებაა მისაღები, როგორ უნდა მოიქცე – ამ დროს სხეული და გონება თანაბრად ჩართულია.
გვიხარია და ვულოცავ ჩვენი სკოლის გუნდს ამ წარმატებას“.
ტურ-თამაშები ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში გაიმართა.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ