

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნულ კონკურსში ხარაგაულის სალოტბარო სკოლის გუნდი ჩაერთო.
კონკურსის პირველი ტური დღეს, 27 აპრილს, 14:00 საათზე ქუთაისის მეორე მუსიკალურ სკოლაში გაიმართება.
ხარაგაულის სალოტბარო სკოლის ლოტბარის, მაია მაღრაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მათი გუნდი ხალხური სიმღერების კონკურსში მონაწილეობს. ისინი ჟიურის წინაშე ორი სიმღერით „შრომის სიმღერა“ და „იმერული მრავალჟამიერი“ წარსდგებიან.
ამ კონკურსის მეორე ტური თბილისში, 11 და 12 მაისს გაიმართება.
ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსში გუნდები მთელი საქართველოდან მონაწილეობენ. ჩართულები არიან სამუსიკო სკოლების, კულტურის ცენტრებთან არსებული, საჯარო სკოლებში მოქმედი გუნდები.
ამ კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს საგუნდო საზოგადოება. მხარდამჭერები არიან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ქალაქ თბილისის მერია, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
აბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის მიზანია ქვეყნის მასშტაბით აკადემიური საგუნდო სიმღერების პოპულარიზაცია და ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა-განვითარება, საგუნდო შემსრულებლობაში ახალი სახეების აღმოჩენა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.