

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის საბავშვო ბილიოთეკაში მწერალ ცირა ყურაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში ხარაგაულის #2, #3, მარელისის საჯარო სკოლებისა და ხარაგაულის გიმნზაიის III და IVკლასების მოსწავლეები ჩაერთვნენ. ბავშვებმა მწერალს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, ცირა ყურაშვილისა და სხვა მწერლების ლექსები წაუკითხეს, შეასრულეს სიმღერები და საგალობლები.
მწერალმა მოსწავლეებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო, ესაუბრა თავის ნაწარმოებებზე და თავისი შემოქმედებიდან ზღაპარი წაუკითხა.
„ხშირად ვთხოვ ღმერთს, მომცეს შემეცნების უნარი, რომ ცუდი და კარგი გავარჩიო. ასეთ სიტუაციაში ჩვენი დახმარება შეუძლია წიგნს. მოთხრობებში ადამიანების გამოცდილებაა გადმოცემული. თუ წიგნებს ხშირად წავიკითხავთ, ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ ცხოვრებაში და უფრო იოლად გავარჩევთ კარგსა და ცუდს“, – აღნიშნა მწერალმა შეხვედრაზე.
„მწერალი ქუთაისში საჯარო ბიბლიოთეკაში გავიცანი, – ამბობს ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი სოფო ლაცაბიძე, – ძალიან მომეწონა მასთან ურთიერთობა. ერთხელ დავესწარი მის შეხვედრას მოსწავლეებთან, მისგან დიდი სითბო და სიყვარული მოდიოდა. შეხვედრა იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ გადავწყიტე მწერალი ხარაგაულელი მოსწავლეებისთვისაც გამეცნო“.
ღონისძიება გაიმართა პროექტის – „შეხვედრა მწერალთან“ ფარგლებში, რომელიც საბავშვო ბიბლიოთეკაში უკვე მეოთხე წელია ტარდება.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ