
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, 12 აპრილს, მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის აღდგება.
ხვალ, 13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ:
07:00 საათიდან 19:00 საათამდე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის;
21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან.
სატვირთო ავტომანქანები პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით იმოძრავებენ.
რიკოთის ავტობანი გუშინ, 11 აპრილს, სოფელ ხევთან მთიდან ქვათაცვენის გამო ჩაიკეტა.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ