

საქართველოს რკინიგზა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
14 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, მატარებელი დამატებით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს, ხოლო 13 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით – თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
საქართვეკლოს რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით;
სწრაფი გადახდის აპარატებით;
საქართველოს რკინიგზის სალაროებში.
თბილისი-ბათუმის მატარებელი მხოლოდ ურეკსა და ქობულეთში აჩერებს. მგზავრობის ღიირებულებაა – მეორე კლასი – 24 ლარი, პირველი კლასი – 60 ლარი, ბიზნესკლასი – 99 ლარი.
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 00:35 სთ-ზე გავა და ბათუმში 05:47 სთ-ზე იქნება; ბათუმიდან თბილისში 00:45 სთ-ზე დაბრუნდება და თბილისში 05:50 სთ-ზე იქნება.
თბილისი-ფოთის მატარებელი ხარაგაულის რკინიგზის სადგურში აჩერებს. ამ მატარებელზე ხარაგაულიდან თბილისამდე ბილეთის ღირებულება 13 ლარია.
ფოთის მატარებელი თბილისიდან 08:45 სთ-ზე გავა, ფოთში 14:10 სთ-ზე იქნება; ფოთიდან თბილისის მიმართულებით 16:25 სთ-ზე გავა და თბილისში 21:50 სთ-ზე იქნება.
საქართველოს რკინიგზადან მოპოვებული ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა ამ მომენტისთვის (11: 23 სთ) უკვე დაწყებულია ბათუმი-თბილისის მატარებელზე. ფოთი-თბილისის მატარებელზე ბილეთების გაყიდვა კი უახლოეს საათებში დაიწყება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.