

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სერიას იწყებს.
გაზაფხულის სერია დაიწყება 10 აპრილს, 15 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში სპორტული ვერსიით (ყველა ექვსეული ითამაშებს ერთად, ყველასათვის ერთნაირი 20 ინტელექტუალური შეკითხვა დაისმება). შემდეგ ეტაპზე გადავა ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც ბრძოლას „ბროლის ბუს“ მოსაპოვებლად „მრგვალ მაგიდასთან“ გააგრძელებენ, უკვე სატელევიზიო ვერსიის ფორმატში, ანუ როგორი ფორმატითაც ჩატარდა შემოდგომისა და ზამთრის სერიები.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მოგმართავთ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მოყვარულებს, ხარაგაულის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს და მოგიწოდებთ, რომ შეარჩიოთ ექვსკაციანი ინტელექტუალური გუნდი და აქტიურად ჩაერთოთ ამ თამაშში.
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა 6 აპრილამდე მიმართეთ ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების ცენტრს“ ან დარეკეთ ტელეფონით 577 62 02 80.
გისურვებთ წარმატებას!!!
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ