

24 მარტს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე ჩატარდება.
ცენტრის დირექტორი და საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები აბიტურიენტებს მიაწვდიან ინფორმაციას 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.
აბიტურიენტები გაეცნობიან, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ გამოცდების ჩასაბარებლად; რა პროცედურების გავლაა საჭირო და რა უნდა გაითვალისწინონ როგორც გამოცდებისათვის მომზადების პერიოდში, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.
შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იხილეთ ბმული.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.