

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ხარაგაულის საავადმყოფოს ძველი შენობის რეაბილიტაციასა და ამოქმედებას გეგმავს. ინფორმაციის გადასამოწმებლად „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ დავუკავშირდით. მათგან მოპოვებული ინფორმაციით, „ძველი შენობის რეაბილიტაცია დღის წესრიგში არ დგას; მითუმეტეს, რომ ახლა ხარაგაულის კლინიკას ამის საჭიროება არ გააჩნია.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მფლობელობაში არსებული კლინიკა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. ხარაგაულის საავადმყოფოში ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტის საოპერაციო ბლოკი, ლაბორატორია და რადიოლოგიური სერვისი. პაციენტებს უტარდებათ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები. ფართი, რომელიც ამ ეტაპზე არის ათვისებული, სრულად ფარავს ყველა საჭიროებას, რაც მუნიციპალიტეტში სამედიცინო სერვისების საჭიროების კუთხით არსებობს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების არსებული ფართის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“, – გვითხრეს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში.

ფოტორეპორტაჟი იხილეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.