

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების მიზნით, მორიგი, ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად, არასახარბიელო სურათი გამოიკვეთა.
მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტები არამხოლოდ თბილისში ფიქსირდება.
მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტების შესახებ 112-ის მობილური აპლიკაციით ეცნობა საპატრულო პოლიციას, რის შემდეგაც დამრღვევები დაჯარიმდნენ. კერძოდ,
შევახსენებთ ე.წ. სამასპინძლო ბიზნესში რეგიონებში დასაქმებულებს, რომ თამბაქოს კონტროლის მონიტორინგი არამხოლოდ თბილისში ტარდება და შესაბამისად, არამხოლოდ დედაქალაქში ფიქსირდება რეგულაციების დარღვევის ფაქტები.
იმავეს ვამბობთ, თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობის რეგულაციის დარღვევასთან დაკავშირებით. კანონი მთელი საქართველოს მასშტაბით ერთნაირად მოქმედებს და მონიტორინგიც ყველას ერთნაირად ეხება. ვაჭრობის რეგულაციების დარღვევები, ძირითადად, სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს პროდუქტების ხილულად განთავსების წესთანაა დაკავშირებული.
შემოწმებული სავაჭრო ობიექტების 13%-ში ხილულად იყიდება თამბაქოს ახალი პროდუქტები, ელ-სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო. ჩვეულებრივი სიგარეტი დახურულ თაროებზეა, თუმცა თამბაქოს ახალი პროდუქტები, ძირითადად, ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად, საერთო დახლზე, სტენდზე, ან სალაროსთან გამოფენილია.
თვალშისაცემად გაზრდილია ობიექტის გარედან თამბაქოს პროდუქტების ხილვადობის ფაქტები. ამ შეთხვევაშიც ხილულად იყიდება ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო.
სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ რატომღაც სავაჭრო ობიექტებში დაივიწყეს, ან ვინმემ დაარწმუნა, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ნუ დაიჯერებთ ცრუ შეგონებებს და დაიცავით რეგულაციები თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ