

საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 24 თებერვალს, დილის 09:20 საათიდან სურამი-საქასრიას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ამავე მონაკვეთზე, ჯერჯერობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
„ჩემი ხარაგაულისგან“ მოპოვებული ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით რიკოთის ავტობანზე, რამდენიმე ადგილას მიწა ჩამოიშალა, რამაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. მოქალაქეების თქმით, რომლებიც იმ დროს ტრანსპორტში იმყოფებოდნენ, გზის გაწმენდით სამუშაოებს გადაუღებელი თოვა და ძლიერი ქარი აფერხებდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.