

2023 წლის 20 თებერვალს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს.
ქარტიის ინფორმაციით, მედიაორგანიზაციების ნაწილს პრობლემა შეექმნა პარლამენტში დაშვებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, მედიის წარმომადგენლებზე პარლამენტში დაუშვეს ერთჯერადი საშვები, თუმცა მოგვიანებით რაოდენობა შეზღუდეს და პარლამენტში შესვლის საშუალება ერთი მედიიდან მხოლოდ 2-3 ჟურნალისტს მისცეს. საბოლოოდ, ჟურნალისტთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს ასევე უფლება არ მისცეს შეეტანათ პროტესტის გამომხატველი მესიჯების მატარებელი ფურცლები.
ქარტია გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას და მათი პოზიციის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობას. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ხელი შეუწყონ ჟურნალისტების დამოუკიდებელ საქმიანობას პარლამენტში, არა მარტო მედიის თავისუფლების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც.
ქარტიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის მიერ ინიცირებული კანონპროქტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ