

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებს, დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ხარაგაულის მომსახურების ცენტრში 6 ფიდერია გათიშული, – ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თეონა გეგუჩაძე, – დენის გათიშვის ძირითადი მიზეზი არის დიდი თოვლის გამო მოტეხილი ხეებისგან გამოწვეული დაზიანებები, ხაზების წყვეტა და ა. შ.
ამჟამად ხარაგაულში, გარდა, მომსახურების ცენტრის ადგილობრივი ტექნიკური სამსახურისა, ბრიგადები მარნეულიდან, საგარეჯოდან და ბოლნისიდან მუშაობენ. აღდგენით სამუშაოებს აფერხებს ისიც, რომ ტექნიკას სოფლებში ცენტრალურ და შიდა გზებზე გადაადგილება უჭირს.
სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დაზიანებების დიდი ნაწილი აღდგება და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება“.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.