

დღეს, 16 თებერვალს, ხარგაულიდან თბილისის, ზესტაფონის, ტყიბულისა და ქუთაისის მიმართულებით სამგზავრო მიკროავტობუსებმა, გაუწმენდელი გზების გამო, წასვლა ვერ შეძლეს. ასევე ვერ მოძრაობს სამგზავრო ტრანსპორტი მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით.
დღეს სამგზავრო ტრანსპორტი ხარაგაულში ვერც ქუთაისიდან მოვიდა.
სს „ავტოტრანსის“ დირექტორი დავით ხარაძე ვერ აკონკრეტებს, როდის განახლდება შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზა გაწმენდილია და მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის მიმოსვლის შეფერხების მიზეზი ეს ვერ იქნება.
„მძიმე პირობებია, დიდი თოვლი მოვიდა. ამჟამად დ. ხარაგაულსა და ხარაგაულის სოფლებში, გზების გასათოვლად, შვიდი ტრაქტორი და ერთი გრეიდერი მუშაობს. საავტომობილო გზები გაწმენდილია დ. ხარაგაულში. გზები ამწუთებში იწმინდება ისლარში, ვარძიაში, წყალაფორეთში, გედსმანიაში, ხუნევში, ღორეშაში, კიცხში, მარელისში და შემდეგ გადავა ლეღვანში“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ