

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზო ჭიშკრის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია ღობეც.
მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე ამბობს, რომ ჭიშკარი და ღობე გასული წლის დეკემბერში ქარმა დააზიანა.
„მუზეუმის ჭიშკარის ძირები იმდენად გამომპალია, რომ მისი შეკეთება ვერ მოხერხდა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, – ღობეც და ჭიშკარიც მთლიანად გამოსაცვლელია.
რა ფორმითა და რა დიზაინით უნდა გაკეთდეს, – ამ საკითხზე მსჯელობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად უახლოეს მომავალში დაიწყება. მერიასთან ერთად გავივლით ამ საკითხებს და გადავწყვიტავთ.
ამჟამად მუზეუმის ეზო დაცულია. კარგი ჭიშკარი და ღობე რომ გავაკეთოთ, ამას, ალბათ, დაპროექტება და ფინანსების მოძიება დასჭირდება“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
ფოტოზე: ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ