

30 იანვრიდან, ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი იწყებს ზამთრის სერიას ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“
თამაშები გაიმართება ყოველ ორშაბათს, 18 საათზე, კინოთატრის ფოიეში. მონაწილეობის მსურველმა ექვსკაციანმა გუნდებმა, არაუგვიანეს 26 იანვრისა, უნდა მიმართონ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს ან დაუკავშირდნენ ელექტრონულ მისამართზე inteleqtxaragauli@gmail.com
ამჯერად, შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს.
თითოეული გუნდი, მრგვალ მაგიდასთან, ექვს მომგებიან ქულამდე ითამაშებს.
სეზონის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ითამაშებს სეზონის ფინალში.
სეზონის გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზითა და ფასიანი საჩუქრით. ასევე გამოვლინდება სეზონის მოაზროვნე, რომელსაც „ბროლის ბუ“ გადაეცემა.
მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს ტელეფონით – 577620280.
წარმატებებს გისურვებთ!
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ