

სარგვეშის თემის წარმომადგენელი, ქალბატონი რუსუდან გიორგაძე მუდამ გვერდით უდგას და ზრუნავს ადამიანებზე, რომლებსაც დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ. იგი ეძებს და გამოყოფს საჭიროებებს და პრიორიტეტებს, რომლებიც აუცილებელი და გასაკეთებელია.
არ არსებობს პრობლემა, რომლითაც შეიძლება მიხვიდეთ მასთან და მაქსიმუმი არ გააკეთოს და დაგეხმაროს მის მოგვარებაში. მისი კრეატიული იდეები, რომლებსაც მუდამ ფრთებს ასხამს, ადამიანებისთვის სიხარულისა და ბედნიერების მომტანია.
ახლაც თქვენს ყურადღებას ვიპყრობთ იმის გამო, რომ მან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის ბენეფიციართა დახმარება დაუკავშირა ღირსეული მეუღლის, ბესო ჭიჭინაძის გარდაცვალების წლისთავს და 140 ბენეფიციარს, გარდაცვლილი მეუღლის სახელზე, დაურიგა საკვები პროდუქტები და ტკბილეული. დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს იმ ზრუნვისთვის, რომელსაც მუდამ გრძნობს ჩვენი მოსახლეობა. ვულოცავთ მას ახალ წელს, წინსვლასა და ბევრი სიკეთის კეთებას ვუსურვებთ.
სარგვეშის საჯარო სკოლა
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ