

2023 წლის 3 იანვრიდან ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერად დიმიტრი კოჩაძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე, გასული წლის 19 დეკემბერს გათავისუფლებული მაკა ქასრაშვილი შეცვალა.
დიმიტრი კოჩაძეს, როგორც ჩვენთან საუბარში თავად განაცხადა, ამ დრომდე ხარაგაულის საავადმყოფოსთან შეხება არ ჰქონია.
„ერთი კვირის წინ დავინიშნე, სიტუაციას გავეცნობი და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმარო, ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისები მივაწოდოთ“ , – ამბობს დიმიტრი კოჩაძე.
მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფექციური სნეულებების მიმართულებით, გაიარა.
დიმიტრი კოჩაძე, ამ დრომდე, ინფექციონისტად ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა, შემდეგ კი – თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში. ამჟამად ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მიწვეული ინფექციონისტია.
დიმიტრი კოჩაძე, როგორც თავად განაცხადა, წარმოშობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიიდანაა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.